თბილისის
საკრებულოს წევრი, დეპუტატი ზაზა გაბუნია მერიის პროექტ „სოციალური საცხოვრისის“ კომისიის მუშაობაში ჩაერთვება.
ამის შესახებ განცხადება, გაბუნიამ დღეს, საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე
გააკეთა.
მისი თქმით, მან კომისიაში მუშაობასთან დაკავშირებით შეთავაზება 7
ივნისს მიიღო.
„გამოვთქვამ მზადყოფნას კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო ყველა
ეტაპზე, რათა დავიცვა ჩვენი უსახლკარო თანამოქალაქეების ინტერესები და ვიყო მათი
ლობისტი. იმედია, კომისია ორიენტირებული იქნება პრობლემების მოგვარებაზე და
საბოლოო ჯამში შედეგი იქნება სამართლიანი და ობიექტური, რომ მაქსიმალურად
შემცირდეს უსახლკარო ადამიანების რიცხვი ჩვენს ქალაქში“,- განაცხადა გაბუნიამ.
Internet.ge