GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შესაძლოა ივანიშვილის ქონება დააყადაღონ
00:23 20.06.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა 19 ივნისს, დღის ბოლოს ამოეწურა.

ივანიშვილმა განაცახადა, რომ აღნიშნული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

კანონით, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კონტროლის პალატამ აღსრულების ფურცლით სასამართლოს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთვება.

იმის გათვალისწინებით, რომ კოალიციის ლიდერი კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს, აღსრულების ბიურო გადაწყვეტს იძულების რა გზით უნდა ამოიღოს აღნიშნული თანხა.

„ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მათ უწყებაში არ მიდის მსჯელობა დაუყადაღებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილს ქონებას.

„ჯერჯერობით ვერ გეტყვით რა ზომებს მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო. გააჩნია სამართლებრივ საქმეს. დეტალები იქნება შესამოწმებელი. რა თქმა უნდა, კანონით შესაძლებელია, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონებას ყადაღა დაედოს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან კონკრეტული საქმე არ არის. ამ საკითხზე მსჯელობა იქნება მაშინ, როდესაც საქმე წარმოებაში გვექნება მიღებული, რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ“ - განაცხადა აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ ივანიშვილი სამართალდამრღვევ სუბიექტად სცნო და საერთო ჯამში 148 650 131 ლარით დააჯარიმა.

ივანიშვილის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით კი დაკისრებული ჯარიმა  შემცირდა და  74 325 065 ლარი შეადგინა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიორგობის დღესასწაულზე ციხეს შვიდასზე მეტი პატიმარი დატოვებს1
ცაზე უცნაური მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს (VIDEO)2
მაია სიდამონიძე ტურიზმის სექტორის განვითარების პრეზენტაციას გამართავს3
დნეპროპეტროვსკის ტერაქტებში პოლიტიკურ კვალს ეძებენ4
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X