იტალიის
კუნძულ ჯილიოს ნაპირებთან ჩაძირული საკრუიზო ლაინერის,
კოსტა-კონკორდიას დემონტაჟი იწყება.
სამუშაოებს
კომპანია „ტიტან სალვაჟი“ ატარებს, რომელიც მსოფლიო ლიდერია მსგავსი კატასტროფების
ლიკვიდაციის საქმეში.
სპეციალისტებმა
უკვე დაიწყეს მოსამზადებელი სამუშაოები, რათა გემი ზედმეტი წონისგან
გაათავისუფლონ, რომ 290 მეტრის სიგრძისა და 115 ტონა სიმძიმის გემი წყლიდან გაიყვანონ.
წყლის
ქვეშ სპეციალურ პლატფორმას დაამონტაჟებენ, რომელიც საყრდენი იქნება გემისთვის.
შემდეგ, ასევე სპეციალური საშუალებებით, ლაინერის კორპუსს, რომელიც ახლა რიფებზე
ირიბად დევს, ვერტიკალურ მდგომარეობაში მოიყვანენ. შემდეგი ნაბიჯი კი მისი წყლიდან
ცურვით გაყვანა იქნება.
კოსტა-კონკორდიას
დემონტაჟისა და საბოლოო ჯამში მისი იტალიის ერთ-ერთ პორტში შეყვანის სამუშაოები,
სავარაუდოდ, 10 თვეს გასტანს.
საკრუიზო
ლაინერი, რომელზეც 4 200 მგზავრი იმყოფებოდა, 13 იანვარს რიფებს შეეჯახა.
კატასტროფის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე თვეს გაგრძელდა გემიდან
საწვავის ამოტუმბვი ოპერაცია. საწვავის წყალში ჩაღვრის შემთხვევაში ეკოლოგიური
კატასტროფა იყო მოსალოდნელი.
internet.ge