შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო
მერაბიშვილის განცხადებით, მთავარი ამოცანაა ქვეყანაში პიკის საათებში პრობლემები
არ არსებობდეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის
ცენტრში ყოფნისას მერაბიშვილმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემა ცენტრთან ერთობლივი
მუშაობით, მომავალ ორ თვეში მოგვარდება.
„საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი,
კოორდინირებული მუშაობის ბრწყინვალე
მაგალითია. ამ კოორდინაციის მიზანი კი, მომსახურების ეფექტურობის გაზრდაა“,-
განაცხადა მერაბიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად ცენტრი,
საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა დაათვალიერეს.
internet.ge