ხვალ, თბილისში, ლოზუნგით – „ჩემი უფლებაა ვიცოდე“ საყვირების აქცია გაიმართება.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ „Faecbook“ -ში „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის
გვერდზეა აღნიშნული.
მათი ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობა, სამარშუტო ტაქსებში რადიოსადგურების სიგნალის გათიშვას აპროტესტებს და მოსახლეობას მედია საშუალებების სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
დღეს, ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა, 21 ივნისს დაგეგმილი აქციისთვის, თბილისის ქუჩებში სპეციალური „ფლაერები“ დაარიგეს.
საყვირების აქცია კი, ხვალ – 15:00 საათზე გაიმართება.
internet.ge