საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება
თბილისი მერიის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი „112“ მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში სწრაფად და ეფექტურად ემსახურება. ორიგინალური დიზაინის შენობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა.
"112"–ზე დარეკვით მოქალაქეები სახანძრო–სამაშველო, სასწრაფო–სამედიცინო და საპატრულო პოლიციასთან შეუფერხებლად უკავშირდებიან. ერთიანი ქოლ–ცენტრისა და ცენტრალიზებული სისტემის მიზანია, გადაუდებელი დახმარების სამსახურებთან მოქალაქეებს მარტივი და ხელმისაწვდომი კავშირი შეთავაზოს.
"112"–ზე დარეკვა საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული და მობილური
სატელეფონო
ქსელიდან შეიძლება.
ზარის
განხორციელება
უფასოა და დარეკვა მობილური ტელეფონის ორმხრივად გათიშვისა, თუ სიმ
ბარათის არ არსებობის შემთხვევაშიც
შესაძლებელია. „112“ ევროპული 112–ის და ამერიკული 911–ის ანალოგია.
„ცნობადი
ნომერი ძალიან დიდ კომფორტს შეუქმნის არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსაც. „112“ დედაქალაქის მასშტაბით ასევე უზრუნველყოფს: საგზაო უსაფრთხოების ეფექტურ მართვას, გზაჯვარედინებზე დამონტაჟებული შუქნიშნების მონიტორინგის გზით, რაც ხელს
შეუწყობს შეუფერხებელ მოძრაობასა და შუქნიშნის წითელ სიგნალზე ლოდინის ხანგრძლივობის შემცირებას.„112“–ში 300–მდე
ადამიანია
დასაქმებული“,-
აცხადებენ მერიაში.
internet.ge