შრომის,
ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თელავში
ახალი
კლინიკის მშენებლობა დაათვალიერა, კლინიკის პროექტით დაინტერესდა და მშენებლობის პროცესს დეტალურად გაეცნო.
სადაზღვევო
კომპანია
„ალდაგი ბი სი აის" კუთვნილი მრავალპროფილური
სამედიცინო
ცენტრი ულტრათანამედროვე
აპარატურით
აღიჭურვება.
70 საწოლიანი
კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს შესთავაზებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე
ქირურგიული,
მეან-გინეკოლოგიური, ოფთალმოლოგიური,
ოტორინილარინგოლოგიური,
ნეონატოლოგიური
და სხვა მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი. სამედიცინო ცენტრი მაღალკვალიფიციური
მედპერსონალით
დაკომპლექტდება,
რომელიც გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლის. კლინიკაში სულ 220 ადამიანი დასაქმდება.
საავადმყოფოს
ასაშენებლად
სადაზღვევო
კომპანია
„ალდაგი ბი
სი
აი"
10 მილიონამდე
ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
სამედიცინო
ცენტრი ფუნქციონირებას
2013 წლის
გაზაფხულზე
დაიწყებს.
ჰოსპიტალური
სექტორის განვითარების გეგმის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკები შენდება. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
internet.ge