GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გორში ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება
13:54 20.06.2012
დღის სიახლეები

გორში დღეს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილi ღონისძიებები იმართება, რომელშიც მონაწილეობას, ლტოვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სიმონე ვოლკენი იღებენ.

გორში, ახალბაღის პარკში ბავშვები მხატვარ დავით ბაძაღუასთან ერთად, კედელს,

მთავარი მესიჯით "ღირსეული ცხოვრება - ღირსეული დაბრუნების მოლოდინში“ მოხატავენ. ამის პარალელურად მოეწყობა ფეხბურთის ჩემპიონატი შიდა ქართლის დევნილთა 9 დასახლებას შორის, ასევე მოეწყობა დევნილთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება  "ჯეოსტარის“ გამარჯვებულის, თიკო ჭულუხიძის და ოთო ნემსაძის კონცერტით დასრულდება, რომელშიც ასევე მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ანსამბლები მიიღებენ.

დღესვე, დუისში, პანკისის ხეობაში, სადაც რუსეთის ფედარაციიდან ჩამოსულ ჩეჩენ ლტოლვილთა უმეტესობა ცხოვრობს, ჩატარდება ჩემპიონატი ბავშვთა ჭიდაობაში (ქართული ჭიდაობა), ჭადრაკსა და ფეხბურთში. ასევე გაიმართება დოღი, ლტოლვილთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

მსოფლიოს ლტოლვილთა დღეს, რომელიც 20 ივნისს მთელ მსოფლიოში აღინიშნება, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატი იხსენებს ამ ქვეყნად ყველაზე დაუცველ 33 მილიონ ადამიანს. გლუკი საქართველოში 276 000 ადამიანის დაცვას და დახმარებას ახორციელებს, მათ შორის 270 000 დევნილის, დაახლოებით 1,500-მდე დე იურე მოქალაქეობის არ მქონე პირის და მოქალაქეობის არმქონე პირის და 450 ლტოლვილის.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გორში ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება1
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X