რუსეთს „ნორდ-ოსტის“ ტრაგედიისას დაზარალებულთათვის მილიონ 300 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა
ძალაში შევიდა ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ნორდ-ოსტის“ ტრაგედიასთან
დაკავშირებით. სტრასბურგმა რუსეთს, მოსკოვში, დუბროვკას თეატრალურ კომპლექსში
მომხდარი ტერაქტისა და ხელისუფლების მიერ ჩატარებული შტურმის გამოძიება და
დაზარალებულებისთვის მილიონ 300 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
„ნორდ-ოსტის“ ტრაგედიისას
დაღუპული და დაზარალებული პირებისთვის, სულ 64 ადამიანისთვის, რომლებმაც სარჩელი
შეიტანეს, კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთმა უნდა გამოიძიოს არა თავად ტერაქტის ფაქტი,
არამედ ხელისუფლების მიერ ჩატარებული შტურმისა და მძევალთა გათავისუფლების
ოპერაციის საქმე, რადგან სწორედ შტურმის დროს დაიღუპა 139 ადამიანი. მათ შორის,
„ფსბ“- მიერ გამოყენებული გაზის ზემოქმედებითაც, რომლის ფორმულაც ამ დრომდე
გასაიდუმლოებულია.
„ნორდ-ოსტის“ ტრაგედია
2002 წელს მოხდა. თეატრალურ კომპლექსში 40 ტერორისტი შეიჭრა, რომლებმაც შენობაში
მყოფი 912 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ეს იყო ჩეჩნების დაჯგუფება, რომელიც ამ
ძალადობრივი აქტით რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლას ცდილობდა, რათა მოსკოვს ჩეჩნეთიდან
ჯარი გაეყვანა.
ხელისუფლებამ შენობაზე შტურმის გადაწყვეტილება სამი დღის შემდეგ მიიღო. შედეგად,
ტერორისტებთან ერთად გაანადგურეს მძევლებიც.
internet.ge