აღსრულების
ეროვნულ ბიუროს ბიძინა ივანიშვილისთვის
უფლება-მოვალეობები ამ დრომდე არ განუმარტავს. აღნიშულის
შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს კოალიციის ლიდერის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილს არც გაფრთხილება მიუღია.
„აღსრულების ეროვნული ბიუროს
წარმომადგენელმა 5 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს ივანიშვილს
უფლება-მოვალეობები“,- განაცხადა თადუმაძემ.
თადუმაძის განცხადებით, გადაიხდის თუ არა ნებაყოფლობით ივანიშვილი ჯარიმას, ამაზე კომენტარს „ქართული ოცნების“ ლიდერი თავად გააკეთებს.
კანონის მიხედვით, რა სახის ქონების
დაყადაღება შეეძლება აღსრულების ბიუროს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში
თადუმაძე კომენტარს არ აკეთებს.
აღსრულების
ეროვნულ ბიუროში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, 2 სააღსრულებო ფურცელი დღეს შევიდა.
internet.ge