საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას
განცხადებით, ბაგრატის ტაძარს პირვანდელი სახე დაუბუნდება.
ამის შესახებ განცხადება რურუამ, პარიზში იუნესკოში გამართული
შეხვედრების შემდეგ გააკეთა.
მისი განმარტებით, რესტავრაცია იუნესკოს მიერ შერჩეული არქიტექტორების
პროექტის გათვალისწინებით მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ორგანიზაციამ
საქართველოში საკითხის შესასწავლად საშუალო დონის სპეციალისტი გამოგზავნა და
სწორედ მისმა არაკვალიფიციურმა დასკვნამ გამოიწვია გაუგებრობა და აჟიოტაჟი.
„ჩვენი ვალდებულებაა ტაძარს პირვანდელი სახე დავუბრუნოთ. ის ფოტოები
და მასალები კი, რაც გავრცელდა არის სიცრუე და დეზინფორმაცია, მიმართული ამ
საკითხის პოლიტიზირებისკენ. ამ ტყუილს ჩვენ გავფანტავთ და შეცდომა, რომელიც ერთმა
კონკრეტულმა ე.წ არქიტექტორმა დაუშვა, გამოსწორებული იქნება და ამასთან
დაკავშირებით მე ინფორმაციას პირადად საპატრიაქროსაც გავაცნობ, რადგან ისინიც
დეზინფორმირებულები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა რურუამ.
internet.ge