დღეს,
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კამპანიის „ეს შენ გეხება“ მოთხოვნაზე - 30 000 ხელმოწერის შეგროვების თაობაზე
იმსჯელებს.
სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნება არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის წარდგენის უფლება ექნება.
კამპანიის - „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს, კანონმდებლობაში ე.წ.
Must carry-სა და
must offer-ი პრინციპის ასახვის მიზნით, 30 000 ხელმოწერის შეგროვების მოთხოვნით 15 ივნისს მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ
საკაბელო მაუწყებლების მიერ სავალდებულო ტრანზიტის საკითხზე, ამ კამპანიის წევრებმა
კონსულტაციები პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე
კუბლაშვილთან გამართეს, თუმცა, საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
Internet.ge