GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საია: „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ დაჯარიმება კანონის დარღვევით განხორციელდა
11:39 21.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციამ,„ქართული ფეხბურთის ქომაგის“ მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

საიას მიაჩნია, რომ ორგანიზაციის დაჯარიმება და მისი ანგარიშების დაყადაღება არსებული კანონის დარღვევით განხორციელდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღება კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლოს დადგენილება არ არის შესაბამისი არსებულ კანონმდებლობასთან შემდეგ გარემოებათა გამო: ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ ვერ იქნება 342-ე მუხლის მე-4 პუნქტით  დადგენილი სანქციის სუბიექტი, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით პირის 5 000 ლარით დაჯარიმება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას გააჩნია განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს, რაზეც კანონის 341 მუხლის მიხედვით მონიტორინგის სამსახურმა უნდა გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.აქედან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ მიმართ 5000 ლარიანი სანქციის დაკისრებასა და მისი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით აშკარად შეუსაბამოა არსებულ კანონმდებლობასთან“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 2 ივნისს საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა  ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესრულებული გადარიცხვების გზით 200 000 აშშ დოლარის ოდენობით უკანონო შემოწირულების მიღებისთვის სამართალდამრღვევად ცნო.

მონიტორინგის სამსახურმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტიების, და 342 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ დააჯარიმა და  მისი ანგარიშები დააყადაღა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)2
თელავში საველე ჰოსპიტალი გაიხსნა3
ბერეზოვსკი მზადაა რუს გამომძიებლებს ჩვენება მისცეს4
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X