GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი გვინდაძე საპატრიარქოს უნივერსიტეტს სტუმრობდა
14:34 02.04.2012
დღის სიახლეები

ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი გვინდაძემ, შეხვედრა გამართა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში. 

მინისტრმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური განვითარება: ხედვა, სტრატეგია და პერსპექტივები,“ რომელსაც ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის, ასევე სხვა ფაკულტეტების 200-ზე მეტი სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი გვინდაძემ აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე და მიმდინარე რეფორმებზე, გაამახვილა ყურადღება ქვეყნის მაკროეკონომიკურ დინამიკაზე.

მინისტრმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობაც გააცნო. ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხოციელების მიზნით, აკადემია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 

სტუდენტებთან შეხვედრის დროს, ფინანსთა მინისტრმა აკადემიის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და სტაჟირების კონკურსებში ქართული უნივერსიტეტის  სტუდენტების ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.   

სტუდენტებთან ასეთი სახის დიალოგი საშუალებას იძლევა ახალგაზრდობა უფრო აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვის პროცესში, გაიგოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების შესახებ, თავად მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ყოველივე ეს უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების გამჭირვალობას.

ლექციის შემდეგ ფინანასთა მინისტრმა გამართა შეხვედრა უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წარმომადგენელთან ქორეპისკოპოს იაკობთან (იაკობიშვილი), რექტორ პროფ. სერგო ვარდოსანიძესთან, აკადემიური საბჭოს წევრებთან.

საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2008 წელს შეიქმნა. 2010 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტის კარი უკვე ღია იყო ბაკალავრებისთვის, მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის სხვადასხვა სპეციალობაზე. დღეს ქართულ უნივერსიტეტში სულ 1000-მდე სტუდენტი სწავლობს. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტბაში 6 წლის გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს1
მიხეილ სააკაშვილი: ახალი პარლამენტის შენობა ქვეყნის შესანიშნაობის სიმბოლოა2
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დოკუმენტების მიღება გამარტივდა3
ძალადობის თემაზე ესეების კონკურსი დასრულდა4
საქართველოში წვრთნებზე მყოფი ლატვიელი კაპრალი ორგანიზმის გადახურების შედეგად გარდაიცვალა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X