ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება 29 ივნისს გამოცხადდება
ბიძინა
ივანიშვილის
მოქალაქეობასთან
დაკავშირებით
სააპელაციო
სასამარათლოს
გადაწყვეტილება
29 ივნისს
გახდება ცნობილი.
სხდომაზე ივანიშვილის ინტერესებს
ადვოკატები შალვა თადუმაძე, ზაქარია ქუცნაშვილი
და ალექსანდრე ბარამიძე იცავდნენ.
მოწინააღმდეგე მხარეს პრეზიდენტის
წარმომადგენელი - თინათინ სირაძე და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლები - ჟანა ქოიავა და გიორგი გაბრიელაშვილი
წარმოადგენდნენ.
საქმეს მოსამართლეები ირაკლი შენგელია,
ქეთევან დუგლაძე და სხდომის თავმჯდომარე თეა გვიმისტარაშვილი იხილავდნენ.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს
დასკვნის მიხედვით, ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა.
პრეზიდენტის განკარგულებით ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოქალაქეობა
გასული წლის 11 ოქტომბერს ჩამოერთვა. მოგვიანებით კი სასამართლომ მოქალაქეობასთან
დაკავშირებით შეტანილი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ეკატერინა ხვედელიძეს
მოქალაქეობა აღუდგა.
internet.ge