ბრალდებულს უფლება
ექნება, სასამართლო პროცესში მონაწილეობა დისტანციურად მიიღოს. ამასთან
დაკავშირებით პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი
შესაბამისი ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა.
ეს ცვლილებები 2 კვირის
შემდეგ ამოქმედდება.
ახალი რეგულირების
თანახმად, ბრალდებულს საშუალება ეძლევა, სასამართლო პროცესში მონაწილეობა უშუალოდ
ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მიიღოს. ამ უფლების რეალიზაციისთვის დაცვის
მხარის შუამდგომლობაა საჭირო.
დისტანციური
მონაწილეობის განხორციელება Skype-ის პროგრამით იქნება შესაძლებელი.
internet.ge