GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
Amnesty International: ჩრდილო კავკასიელებს ბანდები და სამართალდამცავები ერთნაირად ემუქრებიან
15:08 21.06.2012
დღის სიახლეები

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობას საფრთხეს უქმიან, როგორც შეიარაღებული ბანდფორმირებების წევრები, ისე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში საუბარია ფაქტებზე, როცა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ადამიანის უფლებებს სპეცსამსახურების წარმომადგენლები არღვევენ, - იტაცებენ და ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე კლავენ ადამიანებს.

მოხსენებაში აღწერილია შემთხვევები, როცა ნიღბიანი აგენტები, რომელთა იდენტიფიცირება ფორმითაც კი შეუძლებელია და რომლებიც უნომრო ავტომანქანებით მოძრაობენ, იჭრებოდნენ სახლებში, ატარებდნენ ჩხრეკებს და ადამიანები გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდათ.

უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებს არ შეუძლიათ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა, როცა დანაშაულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს.

Amnesty International აკეთებს დასკვნას, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობა არ დამყარდება, ვიდრე რუსეთის ხელისუფლება არ გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას და არ გადასცემს მართლმსაჯულებას იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კლინტონი: ახალ პარლამენტში ყველა პარტიას კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მოვუწოდებთ1
მაია ფანჯიკიძე: თელავში „ქართული ოცნების“ აქციის შემდეგ კოალიციის სამი მხადამჭერი დააკავეს2
ვან ბომელი: “რობენის ადგილას “ბაიერნიდან” წავიდოდი”3
საგარეო უწყება „ტრამპ თაუერის“ მშენებლობას მიესალმება4
კაჩინკსის თვითმფრინავი კატასტროფის შემდეგ სამხედროებმა გაქურდეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X