GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგი უგულავამ, გამწვანების თანამშრომლებთან ერთად, 100 ძირი ხე დარგო
15:30 02.04.2012
დღის სიახლეები
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღევანდელი სამუშაო დღე, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან დასაქმებულ ადამიანებთან ერთად,  დენდროლოგიური პარკის ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავებითა და ხეების დარგვით დაიწყო.
თბილისის მერიის შუამდგომლობით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის კონტრაქტორმა ფირმებმა, მიმდინარე  წელს მერიის დასაქმების ბაზიდან 100 თბილისელი დაასაქმა. აღნიშნული კომპანიების 800-მდე თანამშრომელი  თბილისის მასშტაბით გამწვანების სხვადასხვა სამუშაოებს: მცენარეების რგვას, ხეების მოჭრას, გადაბელვას, ბაღ-სკვერების მოვლასა და სხვა მსგავს ღონისძიებებს მთელი წლის განმავლობაში შესარულებენ. 

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას მიღებული გამოცდილება და იქ დასაქმებული თბილისელების მოსაზრებების გაზიარება, რადგან მისი მთავარი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნა და თბილისელების დასაქმებაა. შესაბამისად, მისი ყველა ქმედება და აქტივობა დასაქმებაზეა ორიენტირებული.

დასაქმების მსურველთა ბაზა, თბილისის მერიაში, 2010 წლიდან ფუნქციონირებს და ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. თბილისის მერია თანამშრომლობს კერძო სექტორთან და ბაზაში  დარეგისტრირებულ პირებს  მუშაობის დაწყებაში ეხმარება.

გიგი უგულავამ, გამწვანების თანამშრომლებთან ერთად, დენდროლოგიურ პარკში დღეს 100 ძირი ხე დარგო.  გამწვანების ღონისძიებები პარალელურად ქალაქის მასშტაბით ყველა პარკსა და სკვერში  მიმდინარეობს, რაც თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და რეკრეაციული ზონას  მნიშვნელოვნად გაზრდის. ბოლო სამი  წლის განმავლობაში მერიის ინიციატივით, თბილისში ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის 60 000-მდე ხე დაირგო.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი აჭარაში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო1
გიგი უგულავა სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს ესტუმრა2
ვანო მერაბიშვილმა მთავრობის მოქმედ წევრებთან არჩევნების შემდგომი ვითარება განიხილა3
ივანიშვილმა აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სენატორები ჯინ შაფინი და ჯეიმს რიში მიიღო4
დავით ბაქრაძე ბაგრატის ტაძარის კურთხევას დაესწრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X