საქართველო ტურისტული ადგილების ზრდის მიხედვით, მსოფლიოში პირველ
ადგილზეა.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში UNWTO
Tourism Highlights, სადაც
აღნიშნულია, რომ გასული წლის მონაცემების მიხედვით, მზარდ ტურისტულ ადგილებს შორის, საქართველოში ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საქართველოს შესახებ
ამგვარი
შეფასება პირველად მოხვდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშში.
„ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიმართ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის კუთხით, რადგან ხსენებული გამოცემა მეტად სარწმუნო და გავლენიან ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს,“ -
აღნიშნავს ტურიზმის ეროვნული სააგენტო.
Internet.ge