კომპანია „ელიტა ბურჯი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ამის
შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს კომპანიის თანამშრომელმა, გოგიტა მოდებაძემ
განუცხადა.
მისი თქმით, პოლიციელებმა კომპანიის შენობა დღეს დილით დატოვეს.
„დალუქულია მხოლოდ „გლობალ TV"- ის კუთვნილი ანტენები.
ელიტა ბურჯი ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე განაგრძობს მუშაობას“,- განაცხადა
მოდებაძემ.
“ელიტა ბურჯში” სამართალდამცავები გუშინ შევიდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, "ელიტა ბურჯში" კრიმინალური
პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლები
კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" კუთვნილი სატელიტური
ანტენების დასაყადაღებლად მივიდნენ.
internet.ge