მიხეილ სააკაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობა გამოუცხადა მის ოჯახს.
განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
ქართველი ფეხბურთელი, ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი რამაზ შენგელია, 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
შენგელია სხვადასხვა დროს ქუთაისის ‘’ტორპედოსა" და თბილისის "დინამოში" თამაშობდა. ნაკრებში ჩატარებული 26 შეხვედრიდან 10 გოლი აქვს გატანილი. მას საუკეთესო თავდამსხმელისა და საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულებიც აქვს მიღებული.
internet.ge