რუსეთში, 1941
წლის 22 ივნისს, დიდი სამამულო ომის დაწყების თარიღთან
დაკავშირებით ხსოვნის დღეს აღნიშნავენ.
მოსკოვში 150-მდე აქცია ჩატარდება, რომელშიც ვეტერანებიც მიიღებენ მონაწილეობას.
წუხელ კი ამ
თარიღთან დაკავშირებით მოსკოვში, პოკლონნაიას მთაზე 1481 სანთელი აანთეს - სწორედ
1481 დღეს გრძელდებოდა ომი. ასევე ღამით, ქალაქის ცენტრში მსვლელობა გაიმართა.
ვლადიმერ
პუტინმა ალექსანდროვის ბაღში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან გვირგვინი მიიტანა.
ცერემონია მარადიულ ცეცხლთან სხვადასხვა სახეობის ჯარებისა და საზღვაო ფლოტის
დანაყოფების მსვლელობით დასრულდა.
internet.ge