აღსრულების ბიურო: ნოდარ ჯავახიშვილის მიერ აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნა არ სრულდება
აღსრულების ბიურო "ქართუ ჯგუფისა" და
ბანკი "ქართუსგან" აქციონერთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის დროულად
მიწოდებას ითხოვს. როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს ბიუროდან აცნობეს, სასამართლო გადაწყვეტილების შესასრულებლად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ სს „ქართუ
ჯგუფს“ მოსთხოვა ინფორმაცია სააქციო საზოგადოებაში აქციონერთა ვინაობის დასადგენად.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ წარმოადგენდა სირთულეს და მოითხოვდა მცირე დროს, სს „ქართუ ჯგუფისა“ და სს „ბანკი ქართუს“ დირექტორის, ნოდარ ჯავახიშვილის მიერ აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნა ამ დრომდე არ სრულდება.
აღსრულების
ეროვნული ბიურო იმედს გამოთქვამს, რომ სს „ქართუ ჯგუფი“ (ნოდარ ჯავახიშვილი) შეასრულებს კანონის მოთხოვნას.
internet.ge