შექმნილია
ჯგუფი, რომელიც თურქულენოვანი ქვეყნებისთვის ერთიან ანბანს შეადგენს - იუწყება
საინფორმაციო პორტალი „ტრენდი“.
თურქულენოვანი
სახელმწიფოების საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის რამილ ჰასანოვის თქმით,
ასამბლეაში საერთო ანბანის შექმნის საკითხი დაისვა, რამაც დიდი მხარდაჭერა
მოიპოვა. შედეგად, სამუშაოს დასაწყებად მეცნიერთა ჯგუფი უკვე შეიკრიბა.
თურქულენოვანი სახელმწიფოების საპარლამენტო
ასამბლეა 2009 წელს ბაქოში დაფუძნდა. მისი მონაწილეები არიან აზერბაიჯანი,
თურქეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. ასამბლეის ძირითადი მიზანი თურქულენოვანი
ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციებში მხარდაჭერა, პოლიტიკური და ეკონომიკური
ურთიერთობების გამყარება და ასევე თურქულენოვან ქვეყნებში ენის, კულტურისა და
ისტორიის შენარჩუნებაა.
internet.ge