ცვლილება
შევიდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის
თანახმადაც, პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს: თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დაუბრკოლებლად შევიდეს საცხოვრებელ ბინებსა და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით) დანაშაულის აღსაკვეთად ან/და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელიც ბრალდებულია დანაშაულის ჩადენაში;
ასევე, გადაუდებელი აუცილებლობისას გამოიყენოს მოქალაქეთა, საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა და საზოგადოებრივ გაერთიანებათა კუთვნილი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებები (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა
და უცხო ქვეყნის სხვა დაწესებულების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებისა); ამასთანავე, პოლიცია ვალდებულია სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებათა მფლობელებს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი ან/და მიყენებული ზარალი;
Internet.ge