ნინო კალანდაძე: არჩევნებისათვის საქართველოში აშშ-ის ელჩი უკვე რიჩარდ ნორლანდი იქნება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალნდაძის ინფორმაციით, შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი, უკვე ქვეყანაში იქნება.
კალანდაძის
განცხადებით, აშშ საქართველოს, როგორც ერთგულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს განიხილავს და ნებისმიერი მისი წარმომადგენელი საქართველოში აშშ-ს კურსის გამტარებელი იქნება.
„პროცედურები მკაცრად გაწერილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ახალი ელჩი ზაფხულამდე იქნება წარმოგზავნილი საქართველოში. პოლიტიკური გადმოსახედიდან კი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში უცვლელი რჩება“,- განაცხადა
კალანდაძემ.
შეგახსენებთ,
რომ რიჩარდ ნორლანდი ჯონ ბასს შეცვლის, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური მისიის ვადა ეწურება.
internet.ge