გერმანულ
Bild am Sonntag-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელშიც უკრაინას „მეძავების ქვეყანა“
უწოდეს, გერმანიაში მცხოვრები უკრაინელების აღშფოთება გამოიწვია.
უკრაინელთა კავშირის ხელმძღვანელმა ლუდმილა მლოშმა აღნიშნული ფაქტი
გააპროტესტა: „როგორ შეიძლება მხოლოდ ერთ უკრაინელ მეძავთან საუბრის შემდეგ გაზეთმა
ასეთი იდენტიფიკაცია გააკეთოს,“ - განაცხადა მან.
სტატია სათაურით „მეძავების საქმე ახლა ცუდადაა: უკრაინელი მეძავები
ფან-ზონებში კონკურენციაზე ჩივიან“, მეძავთან საუბრის შედეგად დაიწერა, რომელიც
აცხადებს, რომ უკრაინაში 100 ათასი ქალი თავის სხეულს ფულზე ყიდის.
უკრაინის საელჩომ გერმანიაში აღშფოთება და შეშფოთება გამოთქვა სტატიასთან
დაკავშირებით და გაზეთისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
internet.ge