GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზურაბ ჭიაბერაშვილმა აუტიზმის მქონე ბავშვები მოინახულა
17:41 02.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოში დღეს, უკვე მეორედ „აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე" აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აუტიზმის საზოგადოებას ეწვია და იქ მყოფი აუტისტი ბავშვების მშობლებს გაესაუბრა.

მინისტრმა პატარებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. 

„მართალია საზოგადოებაში მცირეა იმ ოჯახების რაოდენობა, ვისაც ეს პრობლემა უდგას, მაგრამ ჩვენთვის ყველა ოჯახი მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, თითოეული მათგანის გასაჭირი ჩვენი პრობლემაც არის. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აუტიზმის ადრეულ გამოვლენას, ჩვენ მუდმივად გვექნება დიალოგი, როგორც მშობლებთან, ისე ამ სფეროს სპეციალისტებთან." -აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

2007 წლის 18 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, რასაც ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა. ამ დღის მიზანია, აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმაციულობის გაზრდა და აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.

გაეროს ასამბლეამ, აღნიშნული გადაწყვეტილება, აუტიზმის შემთხვევათა მატების საფუძველზე მიიღო. მსოფლიოს მასშტაბით, აუტიზმის ათობით მილიონ შემთხვევაა გამოვლენილი, რის გამოც, ეს პრობლემა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად შეფასდა.

საქართველო „აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს" 2011 წელს შეუერთდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილმა არჩილ ჩოხელის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა (VIDEO)1
ჭიაბერაშვილმა დასაქმების აგენტების ტრენერების სასწავლო კურსი გახსნა2
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 31 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს3
შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია მოსალოდნელი4
მარტვილში ნიღბიანებმა ერთი და მოკლეს მეორე აწამეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X