მანდატურების
ინიციატივით
თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა მოეწყო.
განათლების სამინისტროს პრსსამსახურის ცნობით, 161 საჯარო სკოლის ეზოს და მის მიმდებარე ტერიტორიას დილიდან მანდატურები, მოსწავლეები და პედაგოგები ასუფთავებდნენ.
მოსწავლეების
თქმით, მსგავსი აქციები ყველა მოსწავლისთვის სტიმულია სისუფთავის დაცვისკენ და სკოლის მოვლისკენ, რადგან ყველა მოსწავლე დღის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ჯანსაღ გარემოში უნდა ატარებდეს.
მანდატურების
დასუფთავების
აქციაში მონაწილეობის მიზანია, თავად შეიტანონ გარკვეული წვლილი სკოლების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.
მანდატურების
თქმით, ყოველთვიურად მსგავსი აქციის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია,
რადგან მოსწავლეები, პედაგოგები და მანდატურები სკოლის სისუფთავეზე, გამწვანებასა და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე ერთად იზრუნებენ.
Internet.ge