სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ია ჯანაშიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი Facebook-ის ქართული თამაშის - "მეღვინეს“ I ეტაპის სამ გამარჯვებულს პრიზები გადასცა.
თამაშის „მეღვინე“ პირველი ტური 21 მაისს დაიწყო და უკვე 20 000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. ამჟამად დაწყებულია მეორე ეტაპი, რომელიც 22 ივლისს დასრულდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით, სამი თვის განმავლობაში ონლაინ-
თამაშს შეჯიბრის სახე ექნება, 3 ეტაპად გაგრძელდება და თითოეული ეტაპის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
"მეღვინე“ მიზნად ისახავს საქართველოში მეღვინეობისა და ქართული
უნიკალური
ვაზის ჯიშების პოპულარიზაციას.
თამაში "მეღვინე“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და კომპანიების - "ალდაგი ბისიაის”, "ჯი პი აი ჰოლდინგის” , "იმედი ელის”, "საქართველოს ბანკის“, "თიბისი ბანკის“, "ლიბერთი ბანკის“ და "საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის” მხარდაჭერით შეიქმნა.
Internet.ge