GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბაქრაძე: ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ CERN-ში გამოცდილება მიიღონ
15:14 23.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის (CERN) გენერალურ დირექტორთან, პროფესორ როლფ-დიტერ ჰოიერთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მეცნიერების და უმაღლესი განათლების განვითრების საკითხები განვიხილა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს, ბაქრაძემ განუცხადა, ქართველ ფიზიკოსებს და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც გადაწყვიტეს მეცნიერებას გაყვნენ დამატებითი შესაძლებლობა ექნებათ გამოცდილება მიიღონ და მუშაობა შვეიცარიაში გააგრძელონ.

მისი თქმით,  ბევრი ქართველი ფიზიკოსი უკვე მუშობს შვეიცარიაში CERN-ში.

„მეცნირება ჩვენი პრიორიტეტია  და თანამედროვე მეცნიერების განვითარება შეუძლებელია თუ არ იქნება ინტენსიური კონტაქტები უცხოეთთან. ამ თვალსაზრისით CERN არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ცენტრი და ამ ცენტრთან ურთიერთობის განვითარება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ფიზიკის და ზოგადად ქართული მეცნიერების განვითრებისთვის“, – აღნიშა ბაქრაძემ. 

როლფ-დიტერ ჰოიერის შეფასებით, მას ძალიან მოსწონს ის წარმატებები, რასაც საქართველომ მიაღწია.

„აეროპორტიდან აქ მოსვლამდე ვხედავდი, თუ რამდენად განსხვავადება საქართველო იმისგან რაც ორი წლის წინ იყო“, – აღნიშნა როლფ-დიტერ ჰოიერმა.

შეგახსენებთ, რომ ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრ CERN-ის გენერალური დირექტორი საქართველო დღეს ეწვია და ის მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.  ამასთან, ხვალ,  ჰოიერი ბაკურიანში საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლაში ლექციას წაიკითხავს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს ნაკრები ევროჩემპიონატის კენჭისყრის მე-5 ჯგუფშია განთესილი1
მძლეოსნობის ფედერაციამ და „ჰაიდელბერგცემენტმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს2
კომპანია ACT-იმ ახალი მინისტრების რეიტინგები გამოაქვეყნა3
პატრიარქმა ხახულის ღვთისმშობლის ხატს ოქროს ზოდი შესწირა4
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა "ქართული ოცნების" დაკავებული აქტივისტები მოინახულა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X