ბათუმელი "ახალი
მემარჯვენეები“ აცხადებენ, რომ "
მწვანე კონცხის პრობლემები ადგილობრივ
ხელისუფლებას არ აინტერესებს".
მემარჯვენეების
ბათუმის და ხელვაჩაურის ორგანიზაციების
თავმჯდომარეებმა ჯუმბერ მოქელაძემ და თემურ ქიძინიძემ ჟურნალისტებს
დაათვალიერებინეს მწვანე კონცხზე ყოფილი მეოთხე სამმართველოს სანატორიუმის
დანგრეული შენობა, რომელიც მათი განცხადებით, დღეს ნაგავსაყრელად იქცა. "დღეს პრაქტიკულად ორი ბათუმია. ერთი, ცანტრალური ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება თავს დატრიალებს და უვლის
, მეორე - მწვანე კონცხის მსგავსი უბნები, რომელიც არავის აინტერესებს: არც
მოსასვლელი გზა აქვთ, არც წყალი, არც დასუფთავება",- განაცხადა "ახალი
მემარჯვენეების" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარენ ჯუმბერ მიქელაძემ.
როგორც "ახალი მემარჯვენეების"
ხელვაჩაურის რაიონის თავმჯდომარემ თემურ
ქიძინიძემ განაცხადა რაიონის სოფლების ნაწილს ქალაქს უერთებენ, მაგრამ არაფერი
კეთდება ინფრაქტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. "ხელვაჩაურის სოფლების
ნაწილს უთხრეს ბათუმის შემადგენლობაში
ხართო, მაგრამ არაფერი გაკეთებულა, რომ აქ ქალაქის ცხოვრების სტანდარტი იყოს.
შეუძლებელია იმ პირობებში ცხოვრება, როგორიც მწვანე კონცხზე და ბევრ იმ სხვა
უბანშია, რომელიც დღეს თითქოს ქალაქს მიუერთეს,"- განაცხადა თემურ ქიძინიძემ.
Internet.ge