GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
CERN-ის პროფესორებმა საჯარო ლექციები ჩაატარეს
16:18 23.06.2012
დღის სიახლეები

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა როლფ ჰოიერმა და ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (JINR) დირექტორმა, პროფესორმა ვიქტორ მატვეევმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციები ჩაატარეს.

ამასთანავე, თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროფესორ როლფ დიტერ ჰოიერს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. პროფესორ ვიქტორ მატვეევს კი, ქართველი მეცნიერების ხელშეწყობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

როლფ ჰოიერის საჯარო ლექცია ეძღვნებოდა თემას - ფუნდამენტური კვლევები ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაცია CERN-ში. ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტში (JINR) მიმდინარე კვლევებზე ისაუბრა პროფესორმა ვიქტორ მატვეევმა.

პროფესორ ჰოიერის სამეცნიერო  სამუშაოები ელექტრო ნაწილაკების რეაქციების შესწავლასთან, ექსპერიმენტული ტექნოლოგიების განვითარებასა და დიდი  დეტექტორული სისტემების მშენებლობასთან არის დაკავშირებული. ვიქტორ მატვეევი ფიზიკისა და მათემატიკის დოქტორი, პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის  წევრია. იგი 300-ზე მეტი სამეცნიერო ნამუშევრის ავტორი და  აღმოჩენის თანაავტორია, არის  მრავალი წოდებისა და ჯილდოს მფლობელი.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, სტუდენტები და აკადემიური წრეების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქადაგიძე ჯავახიშვილს პოლიტიკაში წასვლას ურჩევს1
თაქთაქიშვილი: საარჩევნო ოლქების კომისიის წევრებზე ზეწოლა გრძელდება2
სომხეთმა აზერბაიჯანელი საფაროვის გამო უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა3
"რიონის" კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო4
დავით გამყრელიძე და მანანა ნაჭყებია ხობის რაიონის მოსახლეობას ხვდებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X