კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა იმ
პირთა ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა მიერ პოლიტიკური პარტიებისათვის
შემოწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობასაც პირველ რიგში შეისწავლის.
ამ სიაში პოლიტიკური
გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ 6 წევრი მოხვდა, რომელთა მიერ შეწირული
თანხა საერთო ჯამში 176 960 ლარს შეადგენს. მათ შორის, ალექსანდრე შალამბერიძემ
პარტიას 8,050.00 ლარი გადაურიცხა. „ახალ მემარჯვენეებს“ 50,000.00 ლარი
შესწირა გურამ ასათიანმა. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გელა თევდორაშვილისა და ნუგზარ
ჩხიკვაძისგან ჯამში 30 000 ლარი მიიღო. საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ კი,
ზაალ გოგსაძემ 12,000.00 ლარი შესწირა. რაც შეეხება პოლიტიკურ გაერთიანებას
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ზურაბ აზმაიფარაშვილისგან მის
სასარგებლოდ 40,000.00 ლარი გადაირიცხა.
კონტროლის პალატა
აქვეყნებს იმ 8 მოქალაქის ვინაობას, რომლებმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“
მთლიანობაში 171 000 ლარის შემოწირულობა გაიღეს.
„ეროვნულ ფორუმს“ კი ამდენივე
ფიზიკურმა პირმა სულ 72 744 ლარი გადაურიცხა.
98 600 ლარი შესწირა 6-მა პიროვნებამ „კონსერვატიულ პარტიას“, მათ შორის
არის ბიძინა გუჯაბიძე, რომელმაც 30,000.00 ლარი გაიღო.
აღნიშნულ
გარემოებათა შესწავლისა და შეფასების მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, გამოკითხვის
პროცედურას
განახორციელებს.
იხ. ბმული
Internet.ge