ხვალ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება
18:25 02.04.2012
|
დღის სიახლეები
|
2012 წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი გახსნის. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტების უფროსები საბჭოს წინაშე მოხსენებით წარდგებიან და საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად, განსახილველ საკითხებს წარუდგენენ. დღის წესრიგით 7 საკითხია გათვალისწინებული, კერძოდ: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების დანიშვნა; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი "მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი "საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ და სხვა საკითხები. 3 აპრილის სხდომას მედიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|