კანადაში გარდაცვლილი გივი გოჯორაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას
დახმარების თხოვნით მიმართავს. ოჯახის ახლობლების განცხადებით, 48 წლის მამაკაცი
12 დღის წინ გარდაიცვალა, თუმცა მისი დასაფლავება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
გარდაცვლილის და ძმის დასაფლავებას მონრეალში ითხოვს, იქ სადაც
გოჯორაშვილის შვილები ცხოვრობენ, თუმცა მისივე განცხადებით, ამაზე კატეგორიულ
უარს აცხადებს გარდაცვლილის მეგობარი რობერტ გალუსტოვი.
ოჯახი გარდაცვლილის საეჭვო სიკვდილზე საუბრობს და აცახადებს, რომ მომხდარში,
შესაძლოა სწორედ გალუსტოვი იყოს გარეული.
გარდაცვლილს კანადაში ბიზნესი ჰქონდა და როგორც ჭირისუფალი ამბობს,
გალუსტოვის აქტიურობა აღნიშნულ ქონებას უკავშირდება.
გოჯორაშვილების ოჯახმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
გამოძიებაში დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. ანალოგიური განცხადება დღესვე
საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაშიც შევა.
ოჯახი, საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებას სთხოვს გარდაცვლილი
სამშობლოში იქნას დაკრძალული.
გივი გოჯორაშვილის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა
სახელდება.
Internet.ge