აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო წარმატებულ პოზიციას ინარჩუნებს
აშშ
სახელმწიფო
დეპარტამენტის
შეფასებით,
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგთან)
წინააღმდეგ
ბრძოლაში საქართველო შეფასების პირველ კალათაში ინარჩუნებს პოზიციას. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა
მინისტრის ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
„2012 წლის 19 ივნისს აშშ სახელმწიფო
დეპარტამენტის
მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად - საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისათვის
დადგენილ სტანდარტებს. საქართველოს მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი ძალისხმევა განხორციელდა და ხორციელდება ტრეფიკინგის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის და მართლმსაჯულების
მიმართულებებში.
ანგარიშში
ხაზგასმულია
წარმატებების
მიღწევაში
სამართალდამცავთა
განსაკუთრებული
როლის შესახებ.
აშშ
სახელმწიფო
დეპარტამენტის
შეფასების
თანახმად, საქართველო ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ წარმატებით მებრძოლ სახელმწიფოთა შორის“,-
ნათქვამია მერაბიშვილის ოფიცაიულურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე ინფორმაციით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ანხორციელებს სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგთან) წინააღმდეგ გაწეული ღონისძიებების და მიღებული შედეგების შეფასებას / გამოქვეყნებას.
Internet.ge