იუნესკოს
კომიტეტის სხდომა ხვალ, პეტერბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სხდომაზე ბაგრატისა და გელათის ტაძრების რეკონსტრუქციის საკითხს
განიხილავენ.
დისკუსიაში
მონაწილეობას ვერ მიიღებს საქართველოს წარმომადგენლობა, რადგან ჩვენი ქვეყანა
კომიტეტის წევრი არ არის. თუმცა სხდომას დაესწრებიან კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ექსპერტები. ჯალაღანიას
განცხადებით, ქართულ მხარეს აზრის გამოთქმის საშუალება მიეცემა.
შეგახსენებთ,
რომ ბაგრატისა და გელათის ტაძრები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ერთ
კომპლექსადაა შეყვანილი. ორგანიზაციას გარკვეული პრეტენზიები გააჩნია აღნიშნული
ძეგლების რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა მათი სიიდან ამოღება
გამოიწვიოს.
Internet.ge