GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლს ესტუმრა
19:10 02.04.2012
დღის სიახლეები

ბათუმის იუსტიციის სახლს დღეს, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იმ რეფორმების შედეგების გაცნობაა, რომელიც ქვეყანაში მომსახურების სფეროში გატარდა.

იუსტიციის სახლის მენეჯერმა სტუმარს იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა, მისი კონცეფცია გააცნო და იმ რეფორმების პრეზენტაციაც წარუდგინა, რომელიც საქართველოში მომსახურების სფეროში გატარდა.

დელეგაციის წევრებმა ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და სერვისის პროცედურებისა და მომსახურების ხანგრძლვობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ტურის ბოლოს, იუსტიციის სახლის მენეჯერმა, სტუმრების კითხვებსაც უპასუხა.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციას უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაც მიიღო.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად სთავაზობს. იუსტიციის სახლები უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში.

2012 წელს კი, იუსტიციის სახლები გაიხსნება თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ლაზიკაში, ფოთში, ყვარელსა და მარნეულში. წელს გაიხსნება ყველაზე მასშტაბური - თბილისის იუსტიციის სახლიც. უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი დამოუკიდებელ სტრუქტურულ ორგანიზაციად გარდაიქმნება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხატია ქვათაძე: მაესტროზე არ შეიცვლება არაფერი1
დღეიდან საქართველოს 400 სკოლაში სასკოლო სახელმძღვანელოები გაიყიდება2
ლოპოტას ხეობაში კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები შევიდა3
სანიაღვრე და კოლექტორების აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის 8 მლნ ლარია გათვალისწინებული4
ბიძინა ივანიშვილის სკანდალური ვიდეო რუსულმა ვებ-გვერდმა გაავრცელა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X