ხარკოვში, კიევის რაიონულ
სასამართლოსთან, სადაც უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი იმართება, აქცია მიმდინარეობს.
სასამართლო 90-იანი
წლების ფინანსური მაქინაციების საქმეს განიხილავს, როცა ტიმოშენკო კორპორაცია
„უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემების“ ხელმძღვანელი იყო.
უკრაინული „უნიანის“
ცნობით, სასამართლოს შენობასთან 1000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი და მათი
რაოდენობა მატულობს.
თავად ტიმოშენკო პროცესს
არ ესწრება. სამაგიეროდ, მასში მონაწილეობს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ
კვასნევსკი და ევროპარლამენტის ექს-პრეზიდენტი პატრის კოკსი, რომლებმაც ხარკოვის
საავადმყოფოში მყოფი ტიმოშენკო გუშინ მოინახულეს.
Internet.ge