ვენეციის კომისიამ,
რომელიც საკონსტიტუციო სამართლის საკითხებში ევროპის საბჭოსთან არსებული
საკონსულტაციო ორგანოა, „ფსბ“-სა და „ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ“
რუსული კანონები გააკრიტიკა.
ექსპერტები თვლიან, რომ
რუსეთის სპეცსამსახურებს აუცილებლად სჭირდებათ გარედან კონტროლი (და არა მმართველი
პარტიის წარმომადგენლების მხრიდან), რომელიც შესაბამისი საიდუმლოების
გათვალისწინებით მათ საქმიანობას მიადევნებდა თვალს და დაადგენდა, რამდენად
ეფექტურად და კანონის შესაბამისად მოქმედებენ ისინი.
ახლა „ფსბ“-ს ასეთი
მაკიონტროლებლის სახით ვლადიმერ პუტინი, მთავრობა და პროკურატურა ჰყავს, რაც
ვენეციის კომისიის აზრით არ შეიძლება, რადგან ეს სპეცსამსახურების რეალურ კონტროლს
ვერ უზრუნველყოფს.
ვენეციის კომისია ასევე
აკრიტიკებს ექსტრემიზმის წინააღმდეგ რუსულ კანონმდებლობას და აცხადებს, რომ ამ
კანონმდებლობას ძირითადად იმ ადამიანების წინააღმდეგ იყენებენ, რომლებიც
ხელისუფლების ოპონენტები არიან.
ექსპერტთა შეშფოთებას
იწვევს „ექსტრემიზმის“ ბრალდებით სხვადასხვა მედიასაშუალებების დახურვისა და
ლიკვიდაციის შემთხვევები, ასევე მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა ექსტრემისტებად
გამოცხადების ტენდენცია.
Internet.ge