ნიკოლაიშვილი ბულგარეთის ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
რამაზ ნიკოლაიშვილი დღეს, ბულგარეთის ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და
კომუნიკაციების მინისტრს, ივაილო მოსკოვსკის შეხვდა, რომელიც საქართველოში
ბულგარეთის პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მყოფ დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
საქმიანი საუზმის ტიპის შეხვედრაზე, მინისტრებმა
საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
ინფორმაციით, შეხვედრისას განსაკუთრებული
ყურადღება მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტზე
გამახვილდა.
„აღნიშნული პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე რეგიონული
თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს. ახალი სარკინიგზო ხაზი ხელს
შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას და აზიიდან ევროპაში ტვირთების სწრაფად
ტრანსპორტირებას, რაც, როგორც საქართველოს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება“,- აცხადებენ
სამინისტროში.
ორი ქვეყნის მინისტრებმა
საქართველოსა და ბულგარეთის სამომავლო ურთიერთანმაშრომლობაზეც იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს , რომ ქვეყანებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
Internet.ge