ირანის
ორ მოქალაქეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მათ ალკოჰოლის მოხმარების გამო
სიკვდილით დასჯიან. ამის შესახებ საზოგადოებას ჰორასანის პროვინციის გენერალურმა
პროკურორმა სეიედ ჰასან შარიათმა აცნობა.
მისი
განცხადებით, ალკოჰოლის მოხმარებასა და გავრცელებაში ბრალდებულებს სასჯელის არანაირი
შემცირების და შეწყალების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. მათ სასჯელის უმაღლესი ზომა
ელით, - იუწყება SalamNews-ი.
„ეს
პირები მანამდე ორჯერ იყვნენ ნასამართლევი ანალოგიური ბრალდებით, მაგრამ შეცდომაზე
ვერ ისწავლეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ამ განაჩენის დამტკიცებისთანავე, სასჯელს
სისრულეში მოვიყვანთ,“ - განაცხადა პროკურორმა.
ადგილობრივი
მედიის ცნობით, ბრალდებულებს საჯაროდ ჩამოახრჩობენ.
Internet.ge