რუსეთის მიერ ადამიანის
უფლებების დარღვევის გამო სტრასბურგში, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის
სესია მიმდინარეობს რუსეთიდან ჩასული სამოქალაქო ატივისტების პიკეტები იმართება -
იწყება “რადიო
თავისუფლება”.
აქციის მონაწილეებს ხელში
პლაკატები უჭირავთ და სკანდირებენ ლოზუნგებს, რომლებითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეას რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე ყურადღების გამახვილებისკენ
მოუწოდებენ. კერძოდ, საუბარია რუსეთში მიღებულ კანონმდებლობაზე, რომელიც შეკრების
თავისუფლებას კრძალავს, ასევე არჩევნების ფალსიფიკაციაზე.
„Stop Putin and kgb“ – ასეთი შინაარსის პლაკატებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობასთან, სადაც საზაფხულო სესიას რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ წარმომადგენლებიც ესწრებიან.
რუსეთიდან ჩასული
აქტივისტების გარდა, პიკეტში საფრანგეთისა და გერმანიის რუსეთის დიასპორების
წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
Internet.ge