გეომაგნიტური დღეა. დღეს საქმეებში მეტად იჩენს თავს შემთხვევითობა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. ნუ გადაიტვირთებით. ხასიათში მოიმატებს ემოციურობა და მგრძნობიარობა, რამაც შეიძლება დაჯაბნოს გონიერება. აკონტროლეთ ემოციები, ნუ იქნებით აგრესიული. გონების მმართველი პლანეტა მერკური გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოში, რაც მეტად გააძლიერებს აზროვნებას, ნებისყოფას, არტისტულ მონაცემებს, ორატორულ შესაძლებლობებს და ორგანიზატორულ-ლიდერულ თვისებებს, ხელს შეუწყობს დამაჯერებლად საუბარსა და სხვათა ადვილად დარწმუნებას, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას.
მინერალებიდან სასიკეთოა: იასპი, ნეფრიტი, მალაქიტი, ლაზურიტი, აქატი, ოპალი. ფერებიდან დადებითია: ყავისფერი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი. ცუდი სიზმრები ახდება. ნეგატიური დღეა სიყვარულისა და ქორწინებისათვის, ახალი ნაცნობობისათვის, გამოცდების ჩასაბარებლად, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის. კარგია დღე დიეტის დასაწყებად, თმების შესაჭრელად (შემდგომ ნელა გაიზრდება), დალაგება-დასუფთავებისათვის. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელი, ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა.
დღე დადებითია ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზებისათვის, უარყოფითია –
ვერძისა და ტყუპებისათვის.
internet.ge