პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი, ამჯერად
აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების 151-მა მეათეკლასელმა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის
მოადგილე ნოდარ სურგულაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ კომპიუტერებით ის მოსწავლეები დაასაჩუქრეს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება. წელს უკვე მეორედ მოსწავლეები საქართველოში
დამზადებული პორტატული კომპიუტერებით.
საქართველოს მასშტაბით წელს 1022 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ - ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სწავლების
პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას.
internet.ge