მოლდოვის
პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება, რათა
სამართლადამცავ ორგანოთა რეფორმის კონკრეტულ ნაბიჯებს გაეცნოს. ამის შესახებ მან
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მოლდოვის წარმომადგენელი პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდება.
პრემიერის თქმით,
სამუშაო ვიზიტის მიზანი საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები იქნება,
რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებს შეეხება.
„ჩვენთვის სამართლებრივი
ინსტიტუტების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს
წარმოადგენს ქვეყნის მთავრობის მთავარ პრიორიტეტს,“ - აღნიშნა ფილატმა.
მისივე
თქმით, „საქართველოს გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორად გატარებულ რეფორმებს შედეგად
მოაქვს მოსახლეობის 87%-იანი ნდობა სამართალდამცავი ორგანოებისადმი, რაც საუკეთესო
მაჩვენებელს წარმოადგენს ამ სფეროში საერთაშორისო მაგალითებს შორის“.
პრემიერის
განცხადებით, მოლაპარაკებები 9 ივლისიდან დაიწყება და მასში საქართველოს
ხელისუფლება აქტიურად იქნება ჩართული.
internet.ge