GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"თბილისი 2015"-ის ლოგოსა და სლოგანის პრეზენტაცია გაიმართება
11:39 26.06.2012
დღის სიახლეები

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, "თბილისი 2015"-ს ახალი ლოგო და სლოგანი აქვს. მათი პრეზენტაცია ‘’ვარდების რევოლუციის" მოედანზე დღეს, 12:00 სთ-ზე  გაიმართება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა თბილისის მერი გიგი უგულავა, ფესტივალის საპატიო ელჩებს - ოლიმპიურ ჩემპიონებს - წარადგენენ და სიგელებს გადასცემენ "თბილისი 2015"-ის დირექტორი არჩილ გეგენავა, საქართველოს ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი. ღონისძიებას დიმა ობოლაძე გაუძღვება.

პრეზენტაციაზე "თბილისი 2015"-ის ჰიმნიც გაიჟღერებს, რომელსაც "დუეტი ჯორჯია" შეასრულებს.

ბრენდბუქის და საპატიო ელჩების წარდგენის შემდეგ, ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ‘’ვარდების რევოლუციის" მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მარათონი მოეწყობა. მასში მონაწილეობას გიგი უგულავა, გია ნაცვლიშვილი, არჩილ გეგენავა, ლადო ვარძელაშვილი, "თბილისი 2015" ფესტივალში ჩართული 9 სპორტის ფედერაციის წარმომადგენელი, სპორტსმენები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ახალგაზრდები და ბავშვები მიიღებენ.

ღონისძიება საერთაშორისო ოლიმპიური კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც 23 ივნისს დაიწყო და მთელ მსოფლიოში აღინიშნება. დღევანდელი აქტივობები თავისუფლების მოედანზე დასრულება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს (VIDEO)1
ვანო მერაბიშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა2
თავდაცვის აკადემიაში სასწავლო პროცესი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა3
პუბლიცისტი გიგა ლიპარტელიანი ბიძინა ივანიშვილს კანონიერი ქურდის მკვლელობაში ადანაშაულებს4
საგარეო უწყება ჭუბურხინჯში სამხედრო ქალაქის მშენებლობის საკითხზე რეაგირებას ითხოვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X