GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შსს-ს წარმომადგენლებმა მოლდოველ კოლეგებს კორუფციასთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს
12:37 26.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს დელეგაციამ მოლდოველ კოლეგებს სამართალდამცავ სისტემაში კორუფციასთან ბრძოლის სფეროში საკუთარი გამოცდილება გააცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური პირები.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ქ-ნი ეკატერინე ზღულაძე. ქართულმა მხარემ წარადგინა სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების მიზნით გატარებული ღონისძიებები და მათთან დაკავშრებული სირთულეები. კონფერენციას ესწრებოდა მოლდოვეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ბ-ნი ვლად ფილატი, შინაგან საქმეთა მინისტრი ბ-ნი ალექსეი როიბუ, იუსტიციის მინისტრი ბ-ნი ოლეგ ეფრიმი, მინისტრების მოადგილეები და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები.

შსს-ს ინფორმაციით, მოლდოვეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა: „სახელმწიფო მდივანი კლინტონი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში, სადაც მან გააკეთა კომენტარი სხვადასხვა პოზიტიური ცვლილებების შესახებ და აღნიშნა, თუ რამდენი ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა მიმართავს საქართველოს მაგალითს, რათა შეისწავლოს თუ როგორ მიაღწიეს ამდენს ასეთ მცირე დროში. საქართველოს წინსვლა პოლიციის რეფორმირებისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროებში შთამბეჭდავია და მოლდოვეთს ნამდვილად შეუძლია რეფორმების პროცესში ისარგებლოს საქართველოს გამოცდილებით."

ამასთან, კონფერენციის მომდევნო დღეს გაიმართა ორმხრივი შეხვედრები მოლდოვეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, სადაც საქართველოს დელეგაციამ გაუზიარა თავისი გამოცდილება და შესთავაზა მოლდოვურ მხარეს დახმარება სხვადასხვა სფეროში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რასმუსენმა facebook-ში საქართველოს შესახებ ინფორმაცია განათავსა1
რუსი ექსპერტი: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება და პარლამენტს დაითხოვენ2
კანცელარიაში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა დაიწყო3
პოლიციელმა 5 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინა4
ანრი ჯოხაძემ ახალი კლიპი - “პოლიტიკური პორნოგრაფია“ გამოაქვეყნა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X