თბილისის
საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
გადაწყვეტილება და „გლობალ კონტაქტ ქონსალთინგი“ 5 ათასი ლარით დააჯარიმა.
ამ
გადაწყვეტილების რეზოლუციური ნაწილი საზოგადოებას დღეს მოსამართლის თანაშემწემ
გააცნო, პროცესი კი გასულ კვირას შედგა.
სასამართლოს
გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესს კომისიის წევრები არ დასწრებიან. სხდომაზე
„გლობალ კონტაქტ ქონსალთინგიდან“ მარკეტინგისა და განვითარების დეპარტამენტის
წარმომადგენელი ზურაბ ბაზლიძე და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატა
გელაძე იმყოფებოდნენ.
ნატა
გელაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
internet.ge